| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გოლეთიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაკურალეში, ცაგერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს. 1966-1967 წწ. იყო ზერენდის (ყაზახეთი) საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი; 1967-1969 წწ. ზერენდის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1969-1973 წწ. თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ასპირანტი, მივლინებულ იქნა მოსკოვში საკავშირო ქირურგიის ინსტიტუტში, სისხლძარღვოვანი ქირურგიის განყოფილებაში; 1973-1981 წწ. თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების მეცნიერ-მუშაკი; 1981-1983 წწ. ქალაქის N1 კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების გამგე; 1983-1985 წწ. ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის რესპუბლიკური ცენტრის ექიმი-ნეიროქირურგი; 1985-1987 წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ნეიროქირურგი; 1987-2009 წწ. აკადემიკოს პ. სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო განყოფილების გამგე; 2009 წლიდან მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ნეიროქირურგი; როგორც ნეიროქირურგმა, დიდი წვლილი შეიტანა იმ დროს არსებულ "სანავიოსამსახურში" და მთელ საქართველოს, მოძმე სომხეთსა და აზერბაიჯანში მოსახლეობას უანგაროდ ემსახურებოდა; მას შეეძლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში ჩასულიყო ორ-სამ რაიონში, გაეკეთებინა ოპერაცია და მეორე დღეს თბილისში მიეხედა თავისი პაციენტებისთვის; იყო საქართველოდან პირველი, რომელიც წავიდა სომხეთში, ქალაქ სპიტაკში და დახმარება გაუწია მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას; აქტიურად მოანწილეობდა აფხაზეთში და სამაჩაბლოში, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის პროცესებში, მას დიდი წვლილი მიუძღვის იქ დაჭრილი ბიჭების გადარჩენაში; იგი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე, ომის ვეტერანი; მან უარი განაცხადა ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოებაზე; აქვს 16 სამეცნიერო ნაშრომი; ასევე იყო "სანავიაციის" ექიმი-კონსულტანტი დაარსების დღიდან, უმაღლესი კატეგორიის ექიმი ნეიროქირურგი. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. წყარო: გიორგი გოლეთიანის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

