The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ვაჩეიშვილი

მალხაზ ვაჩეიშვილი
სხვა სახელი:ვაჩე
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1953
გარდაცვ. თარიღი:28 ნოემბერი, 1992  (39 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს ძმათა სასაფლაო, ქ. თბილისი
კატეგორია:გეოგრაფი, გეოლოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1981 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი კინორეჟისორის განხრით 1978 წელს.

სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული ჯგუფის წევრი, როგორც ჭადრაკში, ასევე რაგბში; 1979 წლიდან შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპკლუბში; მონაწილეობდა კლუბის ალპინიადებზე, როგორც სპორტულ ჯგუფებში, ასევე სპორტსმენების მომზადებაში; სხვადასხვა დროს მუშაობდა გეოგრაფია - გეოლოგიის ფაკულტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე და კინოსტუდია ქართულ ფილმში; 1990 წელს მრავალდარგობრივ ფირმა "იბერიაში" გამგეობის წევრად; 1991 წლიდან მრავალდარგობრივ ფირმა "ფირალში" გამგეობის წევრად; მონაწილეობა აქვს მიღებული 1988 წლის ნოემბრისა და 1989 წლის აპრილის აქციებში; იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე; 1989 წელს "ცისფერი ტაძრის", "ციცფერყანწელთა" მაგისტრის, ბატონ კოლაუ ნადირაძის მიერ კურთხეული და მიღებული ორდენის წევრად; 1991 წელს გაზეთ "რუბიკონში" გამოაქვეყნა ორდენის მანიფესტი და კანონი; წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ნოველებს, მუნჯურ და ხმიან სცენარებს, აკეთებდა ჩანაწერებს; არის აფხაზეთის ომის მონაწილე, დაიღუპა 1992 წლის ნოემბერში ტყვარჩელის მისადგომებთან, სოფელ ქეთევანასთან.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: