The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე
Date of birth:1896
Date of death:13 March, 1968  (at 72 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Economist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაიბადა პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის აზნაურ ბესარიონ ვაშაძის ოჯახში, რომელიც 1902 წლიდან სასულიერო პირი გახდა. დეკანოზი მამა ბესარიონი 1937 წლის 28 ნოემბერს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით დახვრიტეს, 1989 წელს იგი რეაბილიტირებულია.

გიორგი  ვაშაძე სწავლობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და  როსტოვის გიმნაზიაში, შემდეგ  კიევში მიიღო ეკონომისტის განათლება. პირველი მსოფლიო ომის დროს დაასრულა სამხედრო სასწავლებელი და მიენიჭა ოფიცრის წოდება.

სასწავლებლის დამთავრებისთანავე გაიგზავნა  კავკასიის ფრონტზე, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ, ფრონტზე მძიმედ დაიჭრა. მკურნალობის შემდეგ  შევიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში, იყო ქუთაისის ლეგიონის ერთ-ერთი მეთაური, იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ბოლშევიკების მიერ გამოცხადებული ახალი ეკონომიკური პოლიტიკის წლებში, 1924 წლიდან მუშაობა დაიწყო სპეციალობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სადაც სათანადოდ შეაფასეს მისი განათლებისა და ინტელექტის დონე და მიუხედავად არაპროლეტარული წარმომავლობისა, დააწინაურეს მაღალ თანამდებობებზე. მეორე მსოფლიო ომის წლებში გადაიყვანეს ქ. ფოთში სამეურნეო ხელმძღვანელ სამუშაოზე: იყო ფოთის ხორცკომბინატის დირექტორი; სსრკ შავი ზღვის სანაოსნოს მომარაგების სამმართველოს უფროსი. 1952 წელს დააპატიმრეს "მეგრელთა საქმეში" მონაწილობის ცრუ ბრალდებით, გაუხსენეს 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობა, 1953 წელს რეაბილიტირებულია. 1954-1961 წწ. მუშაობდა საქართველოს ღვინის მრეწველობის გაერთიანება "სამტრესტის" ქ. რიგის (ლატვია) ღვინის ქარხნის დირექტორად; საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ბაქტერიოფაგის" დირექტორის მოადგილედ. მიღებული ქონდა მთავრობის ჯილდოები. 1962 წლიდან  იყო პერსონალური პენსიონერი.

წყარო: საქართველოს პარლამენტისჭავჭავაძის სახ. ეროვნული ბიბლიოთეკა  გრიგოლ  ვაშაძის პირადი არქივი. თბილისი., 2009


Share: