Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ გოგოლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1975 წელს; ქირურგიის ინსტიტუტის ბაზაზე გაიარა მიზნობრივი ასპირანტურა. გაიარა კლინიკური ორდინატურა ტრავმატოლოგიაში პროფესორ ო. ღუდუშაურის ხელმძღვანელობით; 1980 წლიდან მიწვეული იყო პროფესორ ნ. ბოხუას მიერ, რკინიგზის საავადმყოფოს მიკროქირურგიისა და ანგიოქირურგიის კლინიკაში, როგორც ექიმი-ტრავმატოლოგი; სხვადასხვა დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო მეთოდების ასათვისებლად არაერთხელ გაემგზავრა სამუშაოდ რუსეთის, უკრაინის ბალტიისპირეთის წამყვან ანგიოქირურგიულ ცენტრებში; 2000 წელს ხანგძლივი მივლინებით იმყოფებოდა ავსტრიის AKH-Linz რადიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც აითვისა პერიფერიული სისხლძაღვების რენტგენოდიაგნოსტიკისა და ენდოვასკულარული ანგიოპლასტიკის მეთოდები; შედეგად მის მიერ საქართველოში შესრულებული და დანერგილი იქნა პერიფერიული სისხლძარღვების ანგიოპლასტიკის ძირითადი თანამედროვე ოპერაციები, მათ შორის რამდენიმე ორიგინალური ოპერაციაც; მჭიდროდ თანამშრომლობს ავსტრიელ კოლეგებთან (Peter Pichler, P. Kobelbeck და სხვა); 2005 წლიდან მათთან ერთად რამდენიმე ათეული ინოვაციური ოპერაცია შესრულდა; მედიცინის აკადემიური დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოსტტრავმული ქრონიკული ვენური უკმარისობის კლინიკური ასპექტები და პროფილაქტიკის გზები", დაიცვა 1996 წელს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |