Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ჯანიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1971წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში ინჟინერ-მშენებლად, ამავე ტრესტის აპარატში ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინრად; სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1971-1974წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" N1 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 1974 წლიდან საგზაო სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე; წლების განმავლობაში მუშაობდა მინისტრთა საბჭოს აპარატში რეფერენტად, უფროს რეფერენტად, სამეურნეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ, კურირებდა მშენებლობის საკითხებს; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშემდა არაერთი საცხოვრებელი, დასასვენებელი და სასტუმრო სახლი თბილისსა და რესპუბლიკის საკურორტო რეგიონებში. მიღებულიაქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.741 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |