შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შაქრო ჯორჯაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (თ. აბულაძის და ი. კვირიკაძის სახელოსნო) 1979 წელს. 1978-1991 წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". გადაღო მ/მ ფილმები: "გარდატეხა" (1977), "ნაბიჯი ცისკენ"(1978), "კარუსელი" (1979), "პორფირიონი" (1984). გადაღებულია ფილმებში: "აღმაფრენა" (ნ. მჭედლიძე, 1964), "ბეღურების გადაფრენა" (თ. ბაბლუანი, 1980), "დღესასწაული" (ბ. ოდიშარია, 1988), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რ. ჩხეიძე, 1989), "ატრაქციონი" (ო. შამათავა, 1995). ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 229; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |