Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინა რამაზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს; მოსკოვის თვალის დაავადებათა ჰელმჰოლცის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორდინატურა 1986 წელს, ასპირანტურა 1988 წელს. 1991-1993 წწ. მუშაობდა ჰელმჰოლცის თვალის სნეულებათა ინსტიტუტის თვალის ფსკერის განყოფილებაში; 1993-1994 წწ. იყო საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ოფის-მენეჯერი; 1994-1995 წწ. მუშაობდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოს მენეჯერის მოადგილედ; 1995-2000 წწ. იყო მენეჯერი და ოფთალმოლოგი თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკაში - "ოფთალმიჯი"; 2000 წლიდან კლინიკა "კარაპს მედლაინის" ოფთალმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი. არის მსოფლიო დიაბეტური ასოციაციის და ევროპის დიაბეტური სწავლების ასოციაციის წევრი (EASD), მსოფლიო და ევროპის ოფთალმოლოგიური და დიაბეტური კონგრესების მონაწილე, IQ კლინიკის დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მხედველობის ნერვის პათოლოგიისა და მკურნალობის საკითხები", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.396; facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |