The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია რიგვავა

გია რიგვავა
Legal name:გიორგი რიგვავა
Date of birth:8 April, 1956  (69 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი 1978 წელს; სურიკოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი 1986 წელს.

1978-1980 წწ. იყო სსრკ საგარეო ვაჭრობის სამინისტროს გაერთიანება "ქიმექსპორტის" უფროსი ინჟინერი; 1986-1991 წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; 1994-1996 წწ. მოსკოვის სურიკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის მასწავლებელი. არის ავტორი ნამუშევრებისა: "ოჯახი" (1984), "ჯანყი გურიაში" (1986), ფერწერულ-ინსტალაციური ნამუშევრისა "0=C=", Не верьте им, они все врут", (1993), "This world is leaving", (1995) და სხვა. გამართული აქვს 20-ზე მეტი პერსონალური გამოფენა: "თეთრი გალერეა" (თბილისი, 1990), მოსკოვი (1993), "შენ ხარ უღონო ანუ ყველაფერი არც ისე ცუდადაა" ("TV Gallery", მოსკოვი, 1993), თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (მოსკოვი, 1993) და სხვა. მონაწილეა ასამდე ჯგუფური გამოფენის, მათ შორის: "თანამედროვე საბჭოთა ხელოვნება" (იუნესკო, პარიზი, 1989), "Summer Atelier Inspiration" (ჰანოვერი, 1990), "Heat and Conduct" ("ახალი ხელოვნება თბილისიდან", 1992), "presence" ("Art-Space Gallery" ბრისტოლი, 1992), "Mappi Art Gallery" (შეფილდი, 1992), "Arnolfini" (ბრისტოლი, 1992)" და სხვა. არის დამდგმელი მხატვარი ფილმებისა: "სახლი" (1991), "ზღვარზე" (1993). მისი ნამუშევრები დაცულია ლიუბლიანას "oderna Galerija", სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ("ტრეტიაკოვის") გალერეებში. ცხოვრობს და მოღვაწეობს სვსტრიასა და გერმანიაში. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.398; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geprostory.net.ua

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1986-)

Share: