Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუმბერ რუსიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა 1976 წელს. 1976-1981 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად; 1981-1983 წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოში კონსულტანტად, უფროს კონსულტანტად; 1982-1984 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1991-1999 წწ. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 1999-2001 წწ. მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განზოგადების განყოფილების სექტორის გამგედ; 2001-2005 წწ. იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; არის სამეცნიერო სტატიების ავტორი, თანაავტორი ნაშრომებისა: "სამოქალაქო სამართლებრივი ნორმა და მისი შეფარდება" (1977), "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი" (2000). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.401; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდი: oldtbappeal.court.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |