The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი დუჩიძე

გივი დუჩიძე
Date of birth:7 May, 1929
Date of death:21 June, 2008  (at 79 years)
Category:Public official, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მანავი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო ინსტიტუტი.

მუშაობა დაიწყო მანავის კოლმეურნეობაში; შემდეგ დაინიშნა საგარეჯოს საბჭოთა მეურნეობის დირექტორად. 1962 წლიდან იყო სხვადსხვა ხელმძღვანელ სამუშაოზე: საგარეჯოს რაიონის აღმასკომის თავმჯდომარედ; საქართველოს კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილედ; 1970-1976 წწ. საქართველოს ხორცისა და რძის მრეწველობის მინისტრი, საქართველოს მთავრობის წევრი, საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1977-1990 წწ. მუშაობდა საკავშირო ხორცისა და რძის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორად; გაერთიანება "საქფრინველმრეწვის" გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორად; პატარძეულის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად; იყო ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია და დაუსაბუთა სკკპ ცკ-ს პირველ მდივანს ნ. ხრუშოვს, კახეთში ვაზის ნაცვლად სიმინდის კულტურის გაშენების მიზანშეუწონლობა. საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარებაში მისი წვლილი აღნიშნულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელებით, სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. პერსონალური პენსიონერი (1990), ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი, ვეტერინარი ექიმი. 

Member of Organizations

  • საქართველოს მე-8 მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ექიმი (ვეტერინარი)

Share: