The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ ჯუღელი

ანზორ ჯუღელი
Date of birth:11 July, 1936  (88 years)
Category:Journalist, Screenwriter

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1958 წელს.

მუშაობდა საქართველოს რადიომაუწყებლობასა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტში, 1964 წლიდან - კინოსტუდია "ქართულ ფილმში" სატელევიზიო ფილმების გაერთიანება "ეკრანის" რედაქტორად. 1979-1089წწ. იყო გაერთიანება "დებიუტის" და სტუდია "+1"-ის მთავარი რედაქტორი. მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარები მხატვრული ფილმებისთვის "XIX საუკუნის ქართული ქრონიკა" (რ. კვესელავასთან ერთად / ა. რეხვიაშვილი, 1978), "ჟამი მოქცევისა" (ნ. ომიაძე, 1982), "ფარანი ქარში" (ნ. ომიაძე, 1987), "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი" (ს. ჟღენტთან, ა. დოლიძესთან ერთად / რ. ჩხეიძე, 2008); მისი სცენარით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები: "თბილისელები შაბათს და კვირას" (1979), "დარღვეული კავშირი" (1980), "მიწა და ადამიანი" (1981); ანიმაციური ფილმი "ჭა" (ბ. სტარიკოვსკი, 1974). 1968-1987წწ. თანამშრომლობდა "ქართული ფილმის" დუბლიაჟის განყოფილებასთან, დიდი ღვაწლი დასდო უცხოური ფილმების ქართულ ენაზე თარგმნის საქმეს (70 დუბლირებული ფილმის ქართული სინქნორული ტექსტის ავტორი).

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 229; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი

Share: