The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჯაფარიძე

გიორგი ჯაფარიძე
Date of birth:7 August, 1931  (93 years)
Category:Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1954 წელს.

1955-1970წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტში უმცროს და უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1970-1976წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე; იყო დოცენტის, პროფესორის თანამდებობაზე, კათედრის გამგის მოადგილე; 1976-1996წწ. სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სასწავლო ნაწილის უფროსი; 2009 წლიდან სამშენებლო კონსტრუქციების კათედრაზე მოწვეული სრული პროფესორი; 2009 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სრული პროფესორია; წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტსა და თბილისის პოლიტექნიკურ კოლეჯში; არის ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 4 სახელმძღვანელოსა და მეთოდური მითითების ავტორი, სამშენებლო ნორმებისა და წესების "ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები" (პნ 03.01-09) ერთ-ერთი შემდგენელი; წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მშენებელთა სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების პრეზიდიუმსა და სივრცითი კონსტრუქციების სწავლების საკავშირო საბჭოს საქართველოს სექციაში; იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") ექსპერტი. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.743


Share: