The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ზანდუკელი

Date of birth:1893
Date of death:1923  (at 30 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

1905 წელს ადმინისტრაციული წესით გადაასახლეს ოლონეცკის გუბერნიაში, საიდანაც გამოიქცა. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა. 1910 წელს გადასახლების ადგილზე დააბრუნეს. 1913 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან. 1918 წელს როგორც ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. იყო დუშეთის მაზრის სამხედრო კომისარიატის სამნეო ნაწილის გამგე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის დუშეთის სამაზრო კომიტეტის წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ მუშაობდა დუშეთის მაზრის სამხედრო კომისარიატში. იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი "სამხედრო ცენტრის" წევრი. 1923 წლის 20 მაისს ჩეკამ დააპატიმრა და დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა გამოძიება-გასამართლების გარეშე. სამხედრო მოხელე, უმცროსი ოფიცერი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.170

Member of Organizations

  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, წევრი (1903-)

Share: