შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ზანდუკელი![]()
ბიოგრაფია1905 წელს ადმინისტრაციული წესით გადაასახლეს ოლონეცკის გუბერნიაში, საიდანაც გამოიქცა. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა. 1910 წელს გადასახლების ადგილზე დააბრუნეს. 1913 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან. 1918 წელს როგორც ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. იყო დუშეთის მაზრის სამხედრო კომისარიატის სამნეო ნაწილის გამგე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის დუშეთის სამაზრო კომიტეტის წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ მუშაობდა დუშეთის მაზრის სამხედრო კომისარიატში. იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი "სამხედრო ცენტრის" წევრი. 1923 წლის 20 მაისს ჩეკამ დააპატიმრა და დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა გამოძიება-გასამართლების გარეშე. სამხედრო მოხელე, უმცროსი ოფიცერი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.170 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |