The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე
Date of birth:13 March, 1911
Date of death:1988  (at 76 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ამაშუკეთი, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზების ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1931 წელს.

პროფესიული საქმიანობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის სისტემაში; 1930-1931წწ. სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა "თბილისი-ტყვარჩელის" რკინიგზის ხაზის ტყვარჩელის მონაკვეთის მშენებლობაზე; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რიგ სამშენებლო ორგანიზაციებს; იყო საწარმოო-მომპოვებელ ტრესტ "საქნავთის" კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1949 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის მოადგილედ; სხვადასხვა დროს სათავეში ედგა სამშენებლო ტრესტებს: "ტყვარჩელშახტმშენს", "ქუთაისმშენს" და საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენს"; 1957 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილედ; 1970 წელს იყო საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის "სახმშენის" თავმჯდომარის მოადგილე; 1971-1975წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტს ("თბილზნიიეპი"); 1975 წლიდან მუშაობდა საბჭოთა კავშირის მშენებლობის სამინისტროს საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტ "მშენინდუსტრიის" მთავარ კონსულტანტად; იყო სამშენებლო საქმის გამორჩეული ორგანიზატორი; დიდია მისი ღვაწლი საქართველოს მშენებლობის სფეროს განვითარების საქმეში; ამიტომაც დამსახურებულად ითვლება ამ დარგის ერთ-ერთი თვალსაჩინო და ნოვატორ სპეციალისტად; მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის ლილოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას; დიდი წვლილი მიუძღვის უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიწისძვრით დაზიანებული ნაგებობების აღდგენაში; იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი, კომპარტიის რუსთავის ქალაქკომის ბიუროს წევრი (წლების განმავლობაში). მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია და სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.743-744

Awards and Honors

  • 1971 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1966 - ლენინის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: