The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ჯაფარიძე

თეიმურაზ ჯაფარიძე
Date of birth:27 June, 1922
Date of death:2000  (at 77 years)
Category:Engineer, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს.

1950-1957წწ. მუშაობდა ქ. ონის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ და ონის რკინაბეტონის ხიდის მშენებლობის ინჟინრად; 1957 წლიდან იყო საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს ენერგეტიკისა და მთავარი მექანიკოსის განყოფილების უფროსი; 1970-1972წწ. მუშაბდა საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1972 წლიდან კი საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საბინაო მეურნეობის მთავარი სამმართველოს უფროსად; 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს საბინაო კომუნალური მეურნეობისა და ტექნიკური ინვენტარიზაციის სამმართველოს უფროსად; იყო სპორტის ოსტატი სპორტულ ტანვარჯიშში და 1950 წლამდე იყო საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ნაკრების წევრი; 1948-1957წწ. მუშაობდა ტანმოვარჯიშეთა გუნდის მწვრთნელად. მიღებულლი აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.745

Member of Organizations

  • საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ნაკრები, წევრი

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი (2 ორდენი)

Share: