The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ჯაფარიძე

დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა კასპი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი  სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1963-1964წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" ახალციხის სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ინჟინრად; 1964-1971წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად, ამავე კოლონის უფროსად; 1977-1991წწ. იყო იმავე სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსათბურმშენის" მთავარი ტექნოლოგი, ტრესტის მმართველის მოადგილე; 1991-1994წწ. საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქკომუნმშენისა" და საწარმოო ტრესტ "საქკომუნმრეწვის" მმართველის მოადგილე და პირველი მოადგილე; 1995-1997წწ. იყო შპს "ბემისა" და შპს "დავით სარაჯიშვილი და კომპანიის" დირექტორი; 1997 წლიდან ს/ს "სარაჯიშვილის" დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა; აქტიურად იყო ჩართული და მონაწილეობდა კრწანისის, კინდღის, ოხურეის, ბიჭვინთის, წეროვანის სასათბურე კომბინატების, საგარეჯოს მეფრინველეობის ფაბრიკის, დაბა "ივერიის" (ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე) მშენებლობაში; დაჯილდოებულია დარგობრივი სამინისტროების საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.745

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის მედალი
  • ღირსების მედალი

გააზიარე: