The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაშა ჯეჯელავა

იაშა ჯეჯელავა
ოფიციალური სახელი:იასონ ჯეჯელავა
დაბადების თარიღი:8 დეკემბერი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს.

1951-1954წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სამუშოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1958-1993წწ. სპეციალიზებული სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა თბილისის სატელეფონო აპარატურის ქარხანა, საცხოვრებელი სახლები, "საჭაშნიკე" გ. ნიკოლაძის ქუჩაზე, საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტის ადმინისტრაციული შენობა ილია ჭავჭავაძის გამზირზე, კინოთეატრი და ბიბლიოთეკა-სამკითხველო საბურთალოს რაიონში ვაჟა-ფშაველას გამზირზე და მრავალი სხვა; 1993 წლიდან სს "ხიმინჯის" დირექტორის მოადგილე და გენერალური დირექტორი იყო; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემის ფარგლებში განხორციელებულ მშენებლობებზე ხიმინჯიანი (როგორც მონოლითური, ისე ანაკრები) საძირკვლების მოწყობის ათვისებისა და დანერგვის საქმეში; მათი გამოყენებით მხოლოდ თბილისში 300-ზე მეტი საბინაო სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტი აშენდა; არის არაერთი გამოგონების ავტორი; მიღებული აქვს სხვა სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.747-748

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: