The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლოვარდ ჯვარშეიშვილი

ლოვარდ ჯვარშეიშვილი
Date of birth:11 October, 1937  (87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი რკინიგზის სატრანსპორტო ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს.

მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს სისტემაში; იყო N1 სამშენებლო სამმართველოს მშენებელი ოსტატი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, სამშენებლო უბნისა და სამმართველოს რკინიგზის სამმართველოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი; ხელმძღვანელობდა თბილისში, საგარეჯოსა და რუსთავში საცხოვრებელი სახლების, თბილისში რკინაბეტონის ქარხნის, "თბილისი-გურჯაანის" მონაკვეთზე ელექტრიფიკაციის ხაზის მშენებლობას; მონაწილეობდა "მარაბდა-ახალქალაქის" ახალი რკინიგზის ხაზის, თბილისის სამგზავრო ვაგზლის შენობის, ბორჯომის სამგზავრო ვაგზლის, "შორაპან-ძირულასა" და "მარელისი-ხარაგაულის" გადასარბენის, მდ. ნატანებსა და მდ. ხრამზე - სარკინიგზო ხიდების, მდ. ძირულაზე ორლიანდაგიანი ხიდის მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.748


Share: