Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჯინჯოლია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოქტომბერი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს. მუშაობდა ქ. დნეპროპეტროვსკის სამგზავრო ვაგზლისა და მდინარე ორიარუსიანი, გიგანტური თაღოვანი რკინაბეტონის ხიდის (ქ. ზაპოროჟიესთან) მშენებლობაზე; სარკინიგზო ჯარებში სამსახურის დროს (დასავლეთ უკრაინაში) ხელმძღვანელობდა სარკინიგზო ხაზების და რიგი სამოქალაქო, თუ თავდაცვითი ობიექტების მშენებლობას; მუშაობდა სასაზღვრო ჯარების საპროექტო ორგანიზაციაში, საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტსა და საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში უფროს ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად, განყოფილების უფროსად, კომიტეტის კოლეგიის წევრად და სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს წევრად; სახელმწიფო კომიტეტისა და მშენებლობის სამინისტროს გაერთიანების შემდეგ იყო საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს გამომცემლობა "ხუროთმოძღვრება და მშენებლობის" დირექტორი და ამასთანავე ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი; არის 20-მდე სამშენებლო ნორმისა და წესის, ასევე რამდენიმე სამეცნიერო-ტექნიკური წიგნის ავტორი; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.750 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |