შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევი ჯიოევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1931 წელს. 1932 წლიდან მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინრად, უფროს მეცნიერ-მუშაკად; 1949 წელს დაამთავრა სამიმოსვლო გზების ინჟინერთა საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურა; 1957 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ჰიდროტექნიკური ნაგებობების ფუძე-საძირკვლების საკითხებზე; შემდგომ წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" და მუშა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა მსხვილი ჰესების ჰიდროტექნიკური გვირაბების მშენებლობის კვლევით სამუშაოებში; 1962 წელს დაინიშნა თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფუძეებისა და მიწისქვეშა ნაგებობების განყოფილების გამგედ; 1975 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოწვეულ იქნა ლექტორად საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1978 წელს აირჩიეს პროფესორის თანამდებობაზე; იყო დარგობრივი განვითარების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე მონაწილეობდა მსხვილი სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტების ფუძე-საძირკვლების მდგომარეობის კვლევებსა და შეფასებაში; გამოქვეყნებული ჰქონდა 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგომარეობის კვლევისა და შეფასების საკითხებზე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.750; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.456
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |