Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ჯიტავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა ხარკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქი მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს. სახელმწიფო განაწილებით სამუშაოდ გაიგზავნა ქ. მაგადანში; 1957-1961წწ. მუშაობდა ქალაქის საბინაო მშენებლობის სამმართველოს ტექნიკური განყოფილების უფროსად, ხოლო შემდგომ ამავე სამმართველოს მთავარ ინჟინრად; სამშეობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების ჰიდრომექანიზაციის ტრესტში მმართველის მოადგილედ; 1966-1974წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N11 და N53 მოძრავ მექანიზებული კოლონების უფროსი; 1975 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ოჩამჩირის რაიონში საქართველოს სსრ სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტის ჩამოყალიბების შემდეგ ტრესტის მმართველის თანამდებობაზე დაინიშნა; მისი ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა არაერთი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტი, მათ შორის: კომბინირებული საკვების ქარხანა და მეფრინველეობის ფაბრიკები ოჩამჩირეში, კინდღში, მერხეულში, ჩაის ფაბრიკები და მეცხოველეობის ობიექტები გაგრაში, ოჩამჩირეში, გამწმენდი ნაგებობები ოჩამჩირეში, პოლიკლინიკა-საავადმყოფოები და საცხოვრებელი კომპლექსი ოჩამჩირის, გულრიფშის, გალის, გუდაუთის რაიონებში და სხვა; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით, არაერთგზის იყო არჩეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ოჩამჩირის რაიონული საბჭოს დეპუტატად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.750-751 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |