The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ჯიქია

ვაჟა ჯიქია
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1916
გარდაცვ. თარიღი:1999  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1938 წელს.

1940 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, საბჭოთა არმიის რიგებში; მონაწილეობდა 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომში, იბრძოდა ლენინგრადის, ბალტიისპირეთისა და ბელორუსიის ფრონტებზე, საარტილერიო დივიზიონში; დიდ სამამულო ომში გამოჩენილი თავდადებისა და მამაცობისთვის მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, ოთხი საბრძოლო ორდენი და ცხრა მედალი; საბჭოთა არმიის რიგებიდან დემობილიზაციის შემდეგ, 1946-1950წწ. მუშაობდა ქ. სოხუმის ელექტროქსელების დირექტორად; 1950-1951წწ. მუშაობდა საქართველოს კპ სოხუმის საქალაქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგედ; 1951 წელს არჩეულ იქნა სოხუმის საქალაქო კომიტეტის მდივნად, ხოლო 1952 წელს ტყვარჩელის საქაქლაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1953-1954წწ. მუშაობდა ქ. სოხუმის საზღვაო პორტის უფროსად; 1955 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მექანიზაციის სამმართველოს უფროსად, სადაც იმუშავა 1966 წლამდე; 1966 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ახალშექმნილი მექანიზაციის სპეციალიზებული ტრესტის N8 მექანიზაციის სამმართველოს უფროსად, სადაც მუშაობდა 1980 წლამდე; 1980-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენის" სოხუმის განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 1985-1992წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სამეურნეო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1994-1999წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო მრჩევლად; არაერთგზის იყო არჩეული სოხუმისა და ტყვარჩელის საქალაქო საბჭოების დეპუტატად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.751

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: