The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ იობაშვილი

დაბადების თარიღი:1883  (142 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მრავალძალი, რაჭის მაზრა.

ელემენტარული განათლება ოჯახში მიიღო. პროფესიით რკინიგზის მემანქანე. ადრეული ასაკიდან ჩართული იყო რკინიგზის მუშათა გაერთიანების საქმიანობაში. პარტიულ მუშაობას ეწეოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრაქციის სასარგებლოდ. 1918 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. გაწევრიანებული იყო პარლამენტის სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. იყო პარლამენტის გზათა კომისიის წევრი. სოციალ-დემოკრატი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.205

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-)

გააზიარე: