The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ჯიქია

თენგიზ ჯიქია
Date of birth:14 February, 1952  (73 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1984-1989წწ. ამავე ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1989-1990წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კურორტების მართვის სამმართველოს "საქკურორტის" საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო გაერთიანების უფროსის მოადგილე; 1990-1992წწ. კონცერნ "საქკურორტის" ტექნიკურ დირექციაში დირექტორის მოადგილე; 1992-1998წწ. ფირმა "დავით აღმაშენებლის" გენერალური დირექტორი; 1998-2004წწ. სათავეში ედგა შპს "მშრალ თეჯს"; 2004-2006წწ. ქვემო ქართლის რეგიონული მშენებლობის საკონტროლო ორგანიზაციას "არქმშენინსპექციას"; 2007-2008წწ. მუშაობდა ასოციაცია "ატუს" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 2008 წლიდან იყო ასოციაცია "ატუს" ტექნიკური დირექტორი, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე ხელმძღვანელობდა ფრანგული სკოლა-ლიცეუმის მშენებლობას, ეროვნული საჯარო ბიბლიოთეკის III კორპუსის, ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის კორპუსების, თსუ I კორპუსის, ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის რეკონსტრუქციასა და აღჭურვას (მთ. არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი), ა. გრიბოედოვისა და კ. მარჯანიშვილის სახელობის, მოზარდ მაყურებელთა და მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრების რეკონსტრუქცია-აღჭურვას თბილისში, ამწემშენებელი და ქიმიური ბოჭკოს (II-III-IV რიგების) ქარხნების გაფართოება-რეკონსტრუქციას, კაპროლაქტამის კომპლექსისა და N2 აგლოფაბრიკის მშენებლობას (რუსთავში), მოსწავლე ახალგაზრდობის პარკისა და ბოტანიკური ბაღის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას (ბათუმში), საავადმყოფო, სასტუმრო და სპორტული კომპლექსების მშენებლობას (საჩხერეში), ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქციას, პრომეთეს მღვიმის კომპლექსის აღჭურვას (წყალტუბოში); დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული რაგბის განვითარების პროგრამაში (სარაგბო სტადიონების კომპლექსების მშენებლობა თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, მარტყოფსა და ასპინძაში); მონაწილეობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის (მთ. არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი) რეკონსტრუქცია-რესტავრაციასა და შეკვეთილის 10000-ადგილიანი საკონცერტო დარბაზის კომპლექსის მშენებლობაში; 1980-1982წწ. არჩეული იყო რუსთავის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; დაჯილდოებულია სსრკ მშენებლობის სამინისტროს საპატიო სიგელით, საქართველოს მინისტრთა საბჭოს I ხარისხის პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.753-754


Share: