The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ ჯიქია

Date of birth:15 December, 1927
Date of death:1995  (at 67 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს.

1954-1955 წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჩაიმშენმონტაჟის" ქუთაისის სამშენებლო-სამონტაჟო უბნის სამუშაოთა მწარმოებლად; 1955-1962 წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; N3 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1962-1971 წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "სპეცმშენმექანიზაციის" ქუთაისის მექანიზაციის სამმართველოს უფროსი; 1971-1975 წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1975-1985 წწ. საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს საწარმოო ტრესტ "საქმარმარილოს" ქვის დამამუშავებელი ქარხნის დირექტორი; 1986-1987 წწ. სამშენებლო ტრესტ "საქკოოპმშენის" ქუთაისის მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი; 1987-1995 წწ. N4 სამშენებლო ტრესტის საბინაო-კომუნალური კანტორის უფროსი; მონაწილეობდა კვების მრეწველობის ობიექტების, ქუთაისის წისქვილკომბინატისა და რეზინის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში, ფაიფურის წარმოებისა (ზუგდიდში) და მრავალი სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტის მშენებლობაში; იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.754

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: