The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ჯიშიაშვილი

მერაბ ჯიშიაშვილი
Date of birth:30 January, 1958  (67 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1980 წელს.

1980 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახგზაპროექტში" ინჟინრად; დაწინაურებულ იქნა ჯგუფის ხელმძღვანელად; 1989 წლიდან მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "თბილავტოგზის" საწარმოო და კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1991-1993 წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი; ამ პერიოდში სახელმწიფო საავტომობილო გზების მშენებლობის მთავარი დამფინანსებელი სტრუქტურის, მსოფლიო ბანკის განვითარების ასოციაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით, სამინისტროს და მის დეპარტამენტს ძირითადად დარჩათ მაკოორდინებელი ფუნქციები; აღნიშნული გარემოების გათვალისწინებითა და პრაქტიკულ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის მიზნით შექმნა კერძო ფირმა; შპს "საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია", რომელიც არის სამართალმემკვიდრე საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს მშენებარე ობიექტების დირექციის; აღნიშნული დირექციის დირექტორი; დირექციის ზედამხედველობით განხორციელდა, სახელმწიფო ბიუჯეტით, მსოფლიო ბანკისა და ევროგაერთიანების (TRASECA) პროგრამებით დაფინანსებული, ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა, როგორებიცაა: საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" (27-43კმ) მონაკვეთის, აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) ავტომაგისტრალის (43-55კმ) "აღაიანი-იგოეთის" მონაკვეთის რეაბილიტაცია, "იგოეთი-სვენეთის" (50-80კმ), "ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის" და "სამტრედია-გრიგოლეთის", "გრიგოლეთი-ჩოლოქის" სახელმწიფო გზების მშენებლობა-მოდერნიზაციის პროექტები; "სენაკი-ფოთი-სარფის" საავტომობილო გზის (89-96კმ) მონაკვეთის, მახინჯაურის მონაკვეთზე საავტომობილო გვირაბების მშენებლობის I და II რიგის სამუშაოები; "თბილისი-წითელი ხიდის" საავტომობილო გზის და "თბილისი-რუსთავის" მონაკვეთის მშენებლობა-მოდერნიზაცია, სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაცია (240კმ), გუდაურის ინფრასტრუქტურის განვითარების, "მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის" მონაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.754-755; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.262

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 2010 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
    მდინარე ხრამზე სახიდე გადასასვლელის - "წითელი ხიდის" მშენებლობის დადგენილ ვადაში დამთავრებისა და მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისათვის

Share: