შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ჯიშიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1980 წელს. 1980 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახგზაპროექტში" ინჟინრად; დაწინაურებულ იქნა ჯგუფის ხელმძღვანელად; 1989 წლიდან მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "თბილავტოგზის" საწარმოო და კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1991-1993 წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი; ამ პერიოდში სახელმწიფო საავტომობილო გზების მშენებლობის მთავარი დამფინანსებელი სტრუქტურის, მსოფლიო ბანკის განვითარების ასოციაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით, სამინისტროს და მის დეპარტამენტს ძირითადად დარჩათ მაკოორდინებელი ფუნქციები; აღნიშნული გარემოების გათვალისწინებითა და პრაქტიკულ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის მიზნით შექმნა კერძო ფირმა; შპს "საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია", რომელიც არის სამართალმემკვიდრე საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს მშენებარე ობიექტების დირექციის; აღნიშნული დირექციის დირექტორი; დირექციის ზედამხედველობით განხორციელდა, სახელმწიფო ბიუჯეტით, მსოფლიო ბანკისა და ევროგაერთიანების (TRASECA) პროგრამებით დაფინანსებული, ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა, როგორებიცაა: საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" (27-43კმ) მონაკვეთის, აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) ავტომაგისტრალის (43-55კმ) "აღაიანი-იგოეთის" მონაკვეთის რეაბილიტაცია, "იგოეთი-სვენეთის" (50-80კმ), "ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის" და "სამტრედია-გრიგოლეთის", "გრიგოლეთი-ჩოლოქის" სახელმწიფო გზების მშენებლობა-მოდერნიზაციის პროექტები; "სენაკი-ფოთი-სარფის" საავტომობილო გზის (89-96კმ) მონაკვეთის, მახინჯაურის მონაკვეთზე საავტომობილო გვირაბების მშენებლობის I და II რიგის სამუშაოები; "თბილისი-წითელი ხიდის" საავტომობილო გზის და "თბილისი-რუსთავის" მონაკვეთის მშენებლობა-მოდერნიზაცია, სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაცია (240კმ), გუდაურის ინფრასტრუქტურის განვითარების, "მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის" მონაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.754-755; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.262 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |