Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ავთანდილ ცოტნიაშვილი
Date of birth: | 1 February, 1936 |
Date of death: | 9 May, 1998 (at 62 years) |
Burial location: | სოფელი ერედვი, ცხინვალის რეგიონი |
Category: | Critic, Literary scholar, Scientist, Educator, Publicist |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი ერედვი, ცხინვალის რაიონი.
დაამთავრა სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი (შემდგომში ცხინვალის უნივერსიტეტი); სხვადასხვა დროს სწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, გაიარა ასპირანტურის კურსი შოთა რუსთაველის სახლობის ლიტერატურის ინსტიტუტში. მუშაობდა საქართვლოს კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორად, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტად, პროფესორად (1975-1998) და სხვა. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ, ოსურ და რუსულ პერიოდულ გამოცემებთან და ინტენსიურად ბეჭდავდა სამეცნიერო-პუბლიცისტურ წერილებს, სამხერთ ოსეთის საოლქო რადიოს ხშირი რესპონდენტის რანგში აშუქებდა საკუთარი კვლევის შედეგებს. გამორჩეული ორატორი ხშირად გამოხატავდა საკუთარ პატრიოტულ პოზიციას საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, მათ შორისაა რუსთაველის საზოგადოების ყრილობაზე (ფილარმონია) მისი გამოსვლა გართულებული ქართულ-ოსური ურთიერთობების ფონზე. ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა ქართული ფოლკლორისა და ლიტერატურის, ქართულ-ოსური ურთიერთობების მიმართულებებით კვლევით საქმიანობას. მისი პუბლიცისტური მოღვაწეობის ძირითადი ნაწილი მიეძღვნა ქართულ-ოსურ ლიტერატურულ ურთიერთობებს, რაც გადმოცემულია მის სადისერტაციო ნაშრომსა და წიგნებში. პროფესორი, ლიტერატურის კრიტიკოსი.
Bibliography
|