The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალი ჰაიდარ კარაევი

ალი ჰაიდარ კარაევი
Date of birth:20 June, 1896
Date of death:24 April, 1938  (at 41 years)
Category:Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: შემახი (აზერბაიჯანი).

დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო შემახის რეალურ სასწავლებელსა და ბაქოს რუსულ სკოლაში. სწავლობდა ნოვოჩერკასსკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, თუმცა სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო გარიცხული იქნა ინსტიტუტიდან.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო შემახის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე. 1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში აზერბაიჯანელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. 1918 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე მოითხოვა მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება, რადგანაც არ იცოდა ქართული ენა და ვერ იღებდა მონაწილეობას კანონშემოქმედებითობაში. მისივე განცხადებით, არ უნდოდა მოეტყუებინა ის ადამიანები, ვინც პარლამენტის წევრად დაასახელა. 1919-1920წწ. იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წევრი. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციას "ჰუმეტის" ლიდერი. აზერბაიჯანის პარლამენტში ყოფნისას გამოირჩეოდა სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების და დათმობის პოლიტიკის ლობირებით, რის გამოც მმართველი "მუსავატის" პარტია და მისი ლიდერები მოღალატედ მოიხსენიებდნენ. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის გასაბჭოებისას ბოლშევიკთა მხარე დაიკავა და მალევე დაწინაურდა. იყო აზერბაიჯანის რევკომის წევრი, აზერბაიჯანულენოვანი "კომუნისტის" რედაქტორი, შემდგომში გახდა შრომის სახალხო კომისარი, მოგვიანებით კი - სამხედრო და საზღვაო საქმეთა კომისარი. იყო ბაქოს ქალაქის აღმასკომის მდივანი. ბერიას რეკომენდაციითა და სტალინის ბრძანებით, როგორც შპიონაჟში ბრალდებული, დააპატიმრეს და დაახვრიტეს ბაქოში. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა აზერბაიჯანის პოლიტიკური მოღვაწე.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.215

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო (პარლამენტი), წევრი (1918-1918)

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: