Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ანდრონიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კარდენახი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი. ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლის დროს სტუდენტთა სათვისტომოებში მუშაობდა, ზაფხულში სოფელ კარდენახსა და წრომში (ქართლი) სცენისმოყვარეთა წრეებს ხელმძღვანელობდა და უფასო, სახალხო და საქველმოქმედო წარმოდგენებს მართავდა. ქ. ბაქოს საქალაქო ექიმად მუშაობის დროს, მეფის საწინააღმდეგო სიტყვის წარმოთქმისათვის შავრაზმელებმა ცემეს, ხოლო მთავრობამ კახეთში გადაასახლა, სადაც გლეხობას უფასოდ მკურნალობდა, ამავე დროს, აგრარულ მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობდა (სიღნაღში გამართულ თავად-აზნაურთა საჯარო კრებაზე უარი თქვა თავადის უპირატესობაზე, რის გამოც თავად-აზნაურები გადაეკიდნენ, ხოლო მეფის მთავრობამ საქართველოდან გააძევა). დაწერა იუმორისტული მოთხრობები ილოს ფსევდონიმით: "პრანჭიები" ("თეატრი და ცხოვრება", 1916, №20, 22,23), "ვიშ, ქაა" ("თეატრი და ცხოვრება", 1917, №9,10,15, 16). საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.155
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |