The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პაატა სურგულაძე

პაატა სურგულაძე
Date of birth:9 April, 1958  (67 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1980 წელს, ასპირანტურა 1983 წელს.

1983-1984წწ. იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სტაჟიორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1992წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1989-1995წწ. საქართველოს ახალგაზრდა ისტორიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი; 1990-1991წწ. საქართველოს პარლამენტის დემოკრატიული აღმშენებლობისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1994წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის სამეცნიერო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1995წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოქტორანტი; საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სამდივნოს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სათათბიროსთან არსებული ბალტიისპირეთის, შავი ზღვის ქვეყნებისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კომისიის თავმჯდომარე; 1995-1996წწ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფო ბიუროს სახელმწიფო მრჩეველი; 1996 წლიდან საქართველოს პარლამენტის მუდმივი წარმომადგენელი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეაში, გენერალური მდივნის მოადგილე. სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს საქართველოს, სამხრეთ კავკასიის, ირანის, რუსეთის, ახლო აღმოსავლეთის ახალი და თანამედროვე ისტორიის საკითხები. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: "საქართველოს ისტორია" (1991, თანაავტორი); "ეროვნული კულტურის კერა" (1988); "ქართული პარლამენტის სათავეებთან" (1991); "ირანის ისლამური რესპუბლიკა" (1990). არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემიისა და მედლის (1974) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერებათა პრემიის (1986) ლაურეატი. ისტორიკოსი-აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის აკადემიური დოქტორი. პაატა სურგულაძე 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თანამედროვე ისლამური სახელმწიფო: თეორია და პრაქტიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მაგალითზე", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.4321tv.ge

Member of Organizations

  • გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოება, თავმჯდომარე
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება, წევრი (1980-)
  • თბილისისა და პეტერბურგის კულტურული და საქმიანი ურთიერთობის ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველო-ირანის სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1992-2001)
  • საქართველოს საისტორიო საზოგადოება, წევრი (1980-)

Bibliography


Share: