The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ჯიხვაშვილი

გურამ ჯიხვაშვილი
Date of birth:29 September, 1929  (95 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცუცხვათი, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს.

1958 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სისტემაში, სადაც მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; იყო ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1985-1987წწ. მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ქ. რუსთავის ზონაში მშენებარე მნიშვნელოვანი სამრეწველო, საბინაო და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; იყო რუსთავის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; არჩეული იყო რუსთავის საქალაქო საბჭოს დეპუტატად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.755

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: