Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ჯობავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს. პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა სოხუმის სახლმშენებელ კომბინატში ოსტატად, საამქროს უფროსად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოს უბნისუფროსად, ამავე ტრესტის N6 სამშენებლო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, სამრეწველო საწარმოთა კომბინატის მთავარ ინჟინრად, ტრესტის საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად; იყო სოხუმის სახლმშენებელი კომბინატისა და საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენპროექტის" სოხუმის ფილიალის მთავარი ინჟინერი; 1995-2002წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურებში მრჩევლად, დეპარტამენტის უფროსად; 2010 წლიდან არის სს "ხიდმშენის" სამშენებლო წარმოების მენეჯერი თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტში; ხელმძღვანელობდა აფხაზეთის ასსრ მთავრობის სახლის, საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; დაჯილდოებულია საუწყებო საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.756-757 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |