Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან მგალობლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი გზათა მიმოსვლის ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის სპეციალობით. 1958-1960წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტრომომარაგების თბილისის უბნის ინჟინრად, ხოლო 1960 წელს სამუშაოდ გადავიდა თბილისის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში; 1960-1963წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტი, 1963-1964წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრული ტრანსპორტის კათედრის უფროსი ინჟინერი; 1964-1974წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სწავლული მდივანი, სამეცნიერო-საორგანიაციო განყოფილების უფროსი, მთავარი სწავლული მდივნის მოადგილე, 1974-1985წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაციულ - პარტიული მუშაობის განყოფილების ინსპექტორი, საქართველოს კომპარტიის თბილისის კალინინის რაიკომის პირველი მდივანი, ცენტრალური კომიტეტის საერთო განყოფილების გამგე; 1985-1996წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის ისტორიკოსთა საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიის პრეზიდიუმის სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების უფროსი. 1996 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.132; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.213; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 630-631 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |