The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ანთაძე

Other name:ელვისო  (Pseudonym)
ეფრემ მცირე  (Pseudonym)
კ. გრძელი  (Pseudonym)
კოტე გრძელი  (Pseudonym)
Date of birth:1 January, 1872
Date of death:23 December, 1933  (at 61 years)
Category:Writer, Educator, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვარძია, შორაპნის მაზრა.

სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

მუშაობდა ქუთაისის კერძო სასწავლებელში მასწავლებლად (1895). 1897 წელს მარელისის სამრევლოში მღვდლად მიიწვიეს, სადაც სახალხო სკოლა გახსნა და სამი წელი უსასყიდლოდ ასწავლიდა, შორაპანში დაასრულა ქვითკირის ეკლესიის მშენებლობა. იყო სასულიერო გამომძიებელი. ხშირად საეპარქიო სამღვდელოების დეპუტატად ირჩევდნენ. მასწავლებლობდა ზესტაფონის კერძო ქალთა პროგიმნაზიაში, ვაჟთა სამოქალაქო სკოლაში, რკინიგზის სკოლასა და ვაჟთა გიმნაზიებში. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა ზესტაფონის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება"(1909) და "ქართული საქველმოქმედო საზოგადოების" განყოფილებები (1912), რომელთა გამგეობების წევრიც იყო. 1916 წელს, სხვებთან ერთად, მეფის ნაცვალს საქართველოს ავტოკეფალიის გამოსათხოვად წარუდგა. 1917 წელს იმერეთის ეპარქიის სამრევლო-საეკლესიო სკოლების საბჭოს თავმჯდომარე, იმავე წელს - იმერეთის ეპარქიის სამრევლო-საეკლესიო დროებითი აღმასრულებელი და შორაპნის სამაზრო კომიტეტის წევრი იყო. უმთავრესად იტაცებდა ხელოვნება სარწმუნოებაში, კარგი კითხვა-გალობა და სასცენო-დრამატული ხელოვნება. მწერლობა დაიწყო 1895 წელს, ჟურნალ "ჯეჯილში"  ხალხურ ანდაზებს, გამოცანებს, ლექსებს აქვეყნებდა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.170

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1908-)

Share: