The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აბელ ჯოხაძე

აბელ ჯოხაძე
Date of birth:15 April, 1920
Date of death:1993  (at 72 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1938 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1943 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინრად; მუშაობდა ონის რაიონული საბჭოს აღმასკომის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ საკურორტო სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1943-1957წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სოცუზრუნველყოფის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო და საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს სამშენებლო სამმართველოებს; 1967-1985წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის ამბროლაურის სამშენებლო სამმართველოს უფროსი და ამავე სამინისტროს რესპუბლიკური გაერთიანება "საქკოლმეურნმშენის" თავმჯდომარის მოადგილე; 1989 წლიდან მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს რესპუბლიკური გაერთიანება "საქკურორტმშენის" მთავარ ინჟინრად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა სოციალური, კულტურული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის არაერთი ობიექტი; დაჯილდოებული იყო მედლებითა და საქართველოს მინისტრთა საბჭოს საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.759

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: