შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გობრონ ჯოხთაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1947 წელს. მუშაობდა პარტიულ, პროფკავშირულ და კომკავშირულ ორგანიზაციებში, რკინიგზის მშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; იყო საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის სამრეწველო-სატრანსპორტო განყოფილების გამგე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი; მუშაობდა აფხაზეთის პროფსაბჭოს თავმჯდომარედ, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პარტიულ-საორგანიზაციო განყოფილების გამგედ; 1970-1973წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის სოხუმის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1973-1985წწ. იყო საქართველოს სსრ ტურიზმის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე; არჩეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი და სოხუმის საქალაქო საბჭოების დეპუტატად; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.759
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |