Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აბესალომ ჯოჯუა![]()
Biographyდაბადების რაიონი: სოფელი ქოლობანი, აბაშის აიონი. დაამთავრა თბილისის სამშენებლო ტექნიკუმი 1947 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს. მუშაობა დაიწყო ქ. ფრუნზეში "თბილელექტროცენტრალის" მშენებლობაზე მშენებელ ოსტატად; 1952 წლიდან გადმოდის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მუშაობას იწყებს სამშენებლო ტრესტ "ტყვარჩელშახტმშენის" სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1970 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენში"; 1972-1976წწ. იყო მადნეულის სამშენებლო სამმართველოს უფროსი სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის კომპლექსის მშენებლობაზე; 1976-1986წწ. მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის ("თბილმრეწვმშენი") მთავარი ინჟინერი; 1986-1988წწ. მშენებლობის სამინისტროს მთავარი საწარმოო განმკარგულებელი სამმართველოს უფროსი; 1988 წლიდან იყო სამშენებლო ტრესტ "საქკურორტმშენის" კაპმშენებლობის ხარისხის განყოფილების უფროსი; ხელმძღვანელობდა მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის, ტყვარჩელის შახტების, სამრეწველო-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას (თბილისში, ტყვარჩელსა და კაზრეთში); დაჯილდოებულია "მეშახტის დიდების" I და II ხარისხის სამკერდე ნიშნით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.759-760 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |