The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჯღამაძე

ოთარ ჯღამაძე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1927
გარდაცვ. თარიღი:2014  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს; მოსკოვის სტალინის სახელობის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ასპირანტურა 1955 წელს.

1949-1953წწ. მუშაობდა "ზესტაფონ-ჭიათურის" რკინიგზის მშენებლობაზე სამშენებლო უბნის უფროსად; 1956-1957წწ. მოსკოვის სტალინის სახელობის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში კათედრის ასისტენტად; 1957-1962წწ. ნოვოსიბირსკის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში რკინიგზის მშენებლობისა და პროექტირების კათედრის დოცენტად; 1962-1964წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1964-1969წწ. საქართველოს საშენი მასალების ს/კ ინსტიტუტის ტექნიკურ-ეკონომიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1970 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის (შემდგომში - ურბანიზაციისა და მშენებლობის) სამინისტროს მართვის ავტომატიზებული სისტემების გამოთვლითი ცენტრის ("საქმშენინფორმატიკა") დირექტორად; 1960-1975წწ. საქართველოს სამშენებლო დარგის ხელშემწყობ სამეცნიერო საბჭოში უძღვებოდა მშენებლობის ეკონომიკის სექციას; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამინისტროს ოპერატიული მართვის ავტომატიზებული სისტემის დამუშავებასა და ამოქმედებას, რიგ მნიშვნელოვან ობიექტებზე მშენებლობის ოპერატიული მართვის სისტემების ორგანიზებას; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; მშენებლობის ორგანიზაციისა და მართვის სფეროში მათემატიკური მეთოდებისა და გამოთვლითი ტექნიკის გამოყენების საკითხებზე (საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და გერმანიაში) გამოქვეყნებული 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; დაჯილდოებულია სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის I ხარისხის მედლით, სსრკ მშენებლობის სამინისტროს სიგელით, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.760

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: