Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე არაბიძე![]()
Biography1894 წელს ზესტაფონში გახსნა პირველი წიგნის მაღაზია. პირველად მანვე დააარსა აქ წიგნთსაცავ-სამკითხველო, რომლის დააარსებასა და შენახვაში ძალიან ეხმარებოდა ივ. თევ. არდიშვილი, როგორც ნივთიერად, ისე სხვა მონაწილეობით. ყვირილაში ჩამოაყალიბა ამხანაგობა "გლეხი" და გამომცემლობაშიც მუშაობდა. 1897 წელს ქუთაისში გადავიდა და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილთან ერთად ხელი მიჰყო თეატრის ანტრეპრენიორობას. 1898 წელს ზესტაფონში ჩამოყალიბებულ სოც.-რევოლუციურ ჯგუფში მონაწილეობდა. 1903 წელს პეტერბურგში გადასახლდა, სადაც 1918 წლამდე დარჩა. 1904 წელს, პეტერბურგის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ლიკვიდაციის დროს შეიპყრეს. აქ რუსულ ენაზე ბეჭდავდა განსაკუთრებით საქართველოს, განმათავისუფლებელი მოძრაობისა და სოციალ-პოლიტიკური შინაარსის ისტორიულ ნარკვევებს, აგრეთვე სურათებს (ვ. გუნია, ვ. აბაშიძის ჯგუფი და სხვ.). პეტერბურგში, 1917 წელს, ა.ი. იმნაიშვილთან ერთად შექმნილი საგამომცემლო ფირმით გამოსცემდა წიგნებს. 1937 წლის 2 ივლისს დააპატიმრეს და 29 ნოემბერს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, დახვრიტეს 5 დეკემბერს. საბჭოთა რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი. გამომცემელი, თეატრალური მოღვაწე, ზესტაფონის პირველი კულტურულ-პოლიტიკური ჯგუფის წევრი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.181; nekropole.info Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |