შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე არაბიძე![]()
ბიოგრაფია1894 წელს ზესტაფონში გახსნა პირველი წიგნის მაღაზია. პირველად მანვე დააარსა აქ წიგნთსაცავ-სამკითხველო, რომლის დააარსებასა და შენახვაში ძალიან ეხმარებოდა ივ. თევ. არდიშვილი, როგორც ნივთიერად, ისე სხვა მონაწილეობით. ყვირილაში ჩამოაყალიბა ამხანაგობა "გლეხი" და გამომცემლობაშიც მუშაობდა. 1897 წელს ქუთაისში გადავიდა და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილთან ერთად ხელი მიჰყო თეატრის ანტრეპრენიორობას. 1898 წელს ზესტაფონში ჩამოყალიბებულ სოც.-რევოლუციურ ჯგუფში მონაწილეობდა. 1903 წელს პეტერბურგში გადასახლდა, სადაც 1918 წლამდე დარჩა. 1904 წელს, პეტერბურგის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ლიკვიდაციის დროს შეიპყრეს. აქ რუსულ ენაზე ბეჭდავდა განსაკუთრებით საქართველოს, განმათავისუფლებელი მოძრაობისა და სოციალ-პოლიტიკური შინაარსის ისტორიულ ნარკვევებს, აგრეთვე სურათებს (ვ. გუნია, ვ. აბაშიძის ჯგუფი და სხვ.). პეტერბურგში, 1917 წელს, ა.ი. იმნაიშვილთან ერთად შექმნილი საგამომცემლო ფირმით გამოსცემდა წიგნებს. 1937 წლის 2 ივლისს დააპატიმრეს და 29 ნოემბერს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, დახვრიტეს 5 დეკემბერს. საბჭოთა რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი. გამომცემელი, თეატრალური მოღვაწე, ზესტაფონის პირველი კულტურულ-პოლიტიკური ჯგუფის წევრი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.181; nekropole.info ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |