The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ არავიაშვილი

Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Laborer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: გორის მაზრა.

თბილისის სახელოსნო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის რკინიგზათა მთავარი სახელოსნოს სახარატო ნაწილში ზეინკლად. 1890-იან წლებში, თბილისში სხვებთან ერთად სოციალ-დემოკრატიული მუშათა წრეები ჩამოაყალიბა, რომლებსაც თვითონ ხელმძღვანელობდა: 1896 წელს "კვალელთა" (ს. ჯიბლაძე, ფ. მახარაძე და სხვ.) შთაგონებით მოაწყო პირველი მარქსისტული წრე, რომლის წევრებიც იყვნენ: ვანო სტურუა, არ. ოქუაშვილი, ზაქარია ჩოდრიშვილი, გ. ჩხეიძე, მ. ბოჭორიშვილი, დ. როსტომაშვილი, ილ. კოპალეიშვილი, დ. დვალი, ალ. კახიანი. წრემ გამოიწერა "კვალი", რუსული "Родина", ასევე წიგნები და თვითგანვითარებას შეუდგა. წრის მიზანი იყო თვითგანვითარებით მომზადება, თანამგრძნობ მუშათა გარს შემოკრება და მშრომელთა მჩაგვრელი პირობებისა თუ მოხელე-ბატონების წინააღმდეგ საბრძოლველად დარაზმვა. წრეს ხელმძღვანელობდნენ: მთავარი სახელოსნოდან - დ. როსტომაშვილი და ნინოწმინდის საყუდიდან (სადგური?) -არ. ოქუაშვილი. არჩილ არავიაშვილი ჯერ ამ წრეში მეცადინეობდა, შემდეგ პოლიტიკურ ეკონომიაზე საუბრებს სილ. ჯიბლაძე და ვასო ცაბაძე უმართავდნენ. ეს წრე ა/კ სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების ფუძედ იქცა. 1904 წლიდან მისი თანამოღვაწე იყო ძმა - იოსებ არავიაშვილი. მუშა-რევოლუციონერი, მარქსისტ-პროპაგანდისტი.  

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.188


Share: