The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ არავიაშვილი

Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Laborer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: გორის მაზრა.

დაამთავრა თბილისის სახელოსნო სკოლა 1893 წელს.

სახელოსნო სკოლის მოწაფეთა და მუშა-მკითხველთა შორის ავრცელებდა არალეგალურ ხელნაწერებს: "ოთხი ძმა", "შრომა და კაპიტალი" და სხვ. 1894-1895 წწ. თავის ძმასთან, არჩილ არავიაშვილთან ერთად  მონაწილეობდა მარქსისტ-რევოლუციონერთა წრეებში. 1896 წელს "კვალელთა" (ს. ჯიბლაძე, ფ. მახარაძე და სხვ.) შთაგონებით მოაწყო პირველი მარქსისტული წრე, რომლის წევრებიც იყვნენ: ვანო სტურუა, არ. ოქუაშვილი, ზაქარია ჩოდრიშვილი, გ. ჩხეიძე, მ. ბოჭორიშვილი, დ. როსტომაშვილი, ილ. კოპალეიშვილი, დ. დვალი, ალ. კახიანი. წრემ გამოიწერა "კვალი", რუსული "Родина", ასევე წიგნები და თვითგანვითარებას შეუდგა. წრის მიზანი იყო თვითგანვითარებით მომზადება, თანამგრძნობ მუშათა გარს შემოკრება და მშრომელთა მჩაგვრელი პირობებისა თუ მოხელე-ბატონების წინააღმდეგ საბრძოლველად დარაზმვა. წრეს ხელმძღვანელობდნენ: მთავარი სახელოსნოდან - დ. როსტომაშვილი და ნინოწმინდის საყუდიდან (სადგური?) -არ. ოქუაშვილი. არჩილ არავიაშვილი ჯერ ამ წრეში მეცადინეობდა, შემდეგ პოლიტიკურ ეკონომიაზე საუბრებს სილ. ჯიბლაძე და ვასო ცაბაძე უმართავდნენ. ეს წრე ა/კ სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების ფუძედ იქცა. მარქსისტ-პროპაგანდისტი, რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.188


Share: