The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ იაშვილი

ნიკოლოზ იაშვილი
Date of birth:13 July, 1936
Date of death:29 June, 2005  (at 68 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს, ხოლო, 1975 წელს - ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1959-1991 წლებში იყო საქართველოს ნიადაგმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, სექტორის გამგე, 1976-1991 წლებში - მ. საბაშვილის სახელობის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში, 1991 წელს - საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი, 1991-1996 წლებში - კონცერნ "საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი, 1996-2002 წლებში - საქართელოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის უფროსი და წამყვანი სპეციალისტი, 2002-2005 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის განყოფილების გამგე. გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს აკადემიკოს თეოფანე დავითაიას სახელობის პრემია (1983).

 წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.142; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.176-177

Awards and Honors

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1970-1999 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის - "საქართველოს ნიადაგების კვლევა"
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1986 - საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: