Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ლეჟავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი ნიადაგმცოდნეობის სპეციალობით 1961 წელს. 1961-1973 წწ. იყო ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, ასპირანტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1973-1974 წწ. მოსკოვში გაიარა "სოიუზნეშტორგის" და "სოიუზზაგრანპოსტავკის" გაეროს ექსპერტთა სპეცკურსი სოფლის მეურნეობის დარგში; 1974-2006 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის კათედრის დოცენტი, პროფესორი; 1996-2005 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. მიღებული აქვს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვ. დოკუჩაევის 100 წლის საიუბილეო მედალი (1983). სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სუბტროპიკული ეწერი ნიადაგების დახასიათება გაკულტურების მაჩვენებლების მიხედვით", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს ეწერი ორთშტეინიანი ნიადაგები-ვერტისოლები", დაიცვა 1993 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.143; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.170; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.343 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |