Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ მარუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი თავასა, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქუთაისის სამიწათმზომლო სასწავლებელი 1894 წელს. აწარმოებდა ტრიანგულაციას კავკასიის მხარის სხვადასხვა რეგიონში, ჩრდილოეთ კავკასიაში (რუსეთი), აფხაზეთსა და ბორჯომის მხარეში, არაგაწის მასივზე (სომხეთი) და სხვ. 1904–1905წწ. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს. მუშაობდა საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში გადასახლებათა განყოფილების გამგედ. 1904 წელს კურორტ გაგრის მფლობელის, ოლდენბურგის პრინცის დავალებით ხელმძღვანელობდა ე. წ. "ალპური გზის" (სიგრძე 37,9 კმ) მშენებლობას, რომელიც გაგრიდან მთა მამძიშხაზე (ზ.დ. 1869 მ) ადის. გზის მე-16 კმ-ზე დგას მისი მემორიალი ქვაში ამოკვეთილი წარწერით. 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით შევიდა განახლებულ ეროვნულ საბჭოში. იყო ეროვნული საბჭოს სარწმუნოებათა კომისიის მდივანი. 1918 წლის 10 სექტემბერს ეროვნული საბჭო დატოვა. ტოპოგრაფი, გეოდეზისტი. პროფესიით მიწის მზომელი. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.256; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.557 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |