შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა დევდარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამის რეჟისორის მიმართულებით 1984 წელს. 1983–1990წწ. მუშაობდა ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ახალგაზრდულ რედაქციაში; 1990 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანია "მერმისი", იყო მისი გენერალური პროდიუსერი; 1992 წელს დააფუძნა დამოუკიდებელი ტელეკომპანია "დრონი"; 1998 წელს არცეულ იქნა თბილისის საკრებულოს წევრად, იყო საკრებულოს მდივანი; 2000-2003წწ. საქართველოს სახალხო დამცველი; 2003 წელს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 2001–2005წწ. მუშაობდა ტელეკომპანია "იმედის" ღამის პროგრამის რედაქტორად; სხვადასხვა წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის სცენარის ავტორი ფილმისა: "მაცხოვრის სამსჭვალი" (1991). მიღებული აქსვს საქართველოს და საერთაშორისო ჟურნალისტური პრემიები, როგორც საუკეთესო პროდიუსერი 1993 წელს დაჯილდოვდა პრემიით "მანა". წყარო: საქართველოს სახალხო დამცველი: ombudsman.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |