The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ აბრალავა

ანზორ აბრალავა
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1980 წელს.

1978-1980წწ. 95-ე პროფტექსასწავლებლის ელექტრიკოსი; 1980-1985წწ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების ინჟინერ- სისტემოტექნიკოსი; 1985-1987წწ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების განყოფილების უფროსი; 1987-1999წწ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1992 წელს საერო ინსტიტუტის "გაენათის" ლექტორი, დოცენტი; 1992-1999წწ. ისნის რაიონის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი; 1999 წელს საავიაციო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005-2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; ფრაქცია - "XXI საუკუნე"-ს კომისიის  თავმჯდომარის მოადგილე (2001 - 2003); საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი (2000 - 2004); ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი (2000 - 2004). ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.57

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "XXI საუკუნე", თავმჯდომარის მოადგილე (2001-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "XXI საუკუნე", ფრაქციის თავმჯდომარე (1999-2001)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: