Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯორჯიო გომელსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაიბადა საქართველოში, გაიზარდა შვეიცარიაში, ხოლო შემდეგ ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში, ბოლოს კი - აშშ-ში. დედა წარმოშობით მონტე-კარლოდან ყავდა, მამა კი მედიცინის დოქტორი იყო. 1938 წელს ოჯახმა დატოვა საქართველო და სირიის, ეგვიპტისა და იტალიის გავლით 1944 წელს დასახლდნენ შვეიცარიაში, სადაც ადრე სწავლობდა გომელსკის მამა; 10 წლის ასაკში, როდესაც ჯერ კიდევ იტალიაში ცხოვრობდა, აღმოაჩინა ძველი გრამაფონი და ჯაზის რამდენიმე ჩანაწერი, ამის შემდეგ მან სერიზულად მოკიდა ხელი ჯაზის შესწავლას; 1967 წელს დააარსა Marmalade Records-ი, სადაც ჩაწერა მომავალში ჯგუფ 10cc-ის წევრები: გრემ გულდმენი, კევინ გოდლი და სტიუარტ კრიმი. ასევე თანამშრომლობდა ჯგუფებთან: Rolling Stones, Led Zeppelin, Yardbirds, Soft Machine, Gong და Magma. Marmalade Records-ი დაიხურა 1969 წელს; კინემატოგრაფისტი, იმპრესარიო, მუსიკალური პროდიუსერი და მენეჯერი; Crawdaddy Club-ის მფლობელი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |